LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ქუჩების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

63
zugdidi-samegrelo-zugdidi-samegrelo

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთავრობის განკარგულებით, ქალაქ ზუგდიდში ადგილობრივი მნიშვნელობის ქუჩების რეაბილიტაციას ახორციელებს.

2019 წლიდან, ქალაქ ზუგდიდში 67 ქუჩის რეაბილიტაცია ხორციელდებოდა, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა და 27 ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების საერთო ღირებულება 68.7 მლნ. ლარია, საერთო სიგრძე კი 77.3 კმ.

მათ შორის ზუგდიდში ცენტრალური გზების: აღმაშენებლის, სოხუმის, რუსთაველისა და ბერიას ქუჩების რეაბილიტაცია განხორციელდა, რომელიც მოძრაობის მაღალი ინტენსივობით გამოირჩევა. აღნიშნული ქუჩების საერთო სიგრძე 10.7 კმ-ია და სამუშაოების ღირებულებამ 10.8 მლნ. ლარი შეადგინა.

ზუგდიდის სარეაბილიტაციო ქუჩები იმდენად ამორტიზებული იყო, რომ ფაქტობრივად, აღარ არსებობდა საავტომობილო გზის საფარი. ქუჩებზე გადაადგილება სირთულეებს ქმნიდა როგორც უნალექო ამინდში დამტვერიანების გამო, ისე  ნალექიანი ამინდების დროს, როდესაც მათზე გადაადგილება განსაკუთრებით რთულდება.

პრობლემის მოსაგვარებლად, ზუგდიდში სრულად მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა და სანიაღვრე სისტემები, გაკეთდება მიერთებები, მოეწყობა ადგილობრივი და ეზოში შესასვლელები, ბორდიურები და ტროტუარები, რაც ამ ქალაქის მასშტაბით უსაფრთხო, კომფორტულ გადაადგილებას და მგზავრობის დროისა და ხარჯის შემცირებას უზრუნველყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები