LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ქალზე ძალადობის ფაქტზე პოლიციელი დააკავეს

104
1

პროკურატურამ ზუგდიდში ქალზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, პოლიციის თანამშრომელი გ.ბ. დააკავა.

უწყების ინფორმაციით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 25 იანვარს ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომელმა გ.ბ.-მ პირად საკითხზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს მეგობარ ქალს მ.თ.-ს სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა.

“პროკურატურამ გ.ბ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო, 26 იანვარს დააკავა.

დაკავებულს ბრალდება კანონით დადგენილ ვადაში წარედგინება, რის შემდეგაც პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს”, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ პარტია “დროას” ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მარიამ სიჭინავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ასახულია, თუ როგორ ძალადობს ქალზე, სავარაუდოდ, პოლიციის ფორმაში ჩაცმული მამაკაცი.

როგორც მარიამ სიჭინავამ ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, ვიდეო კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა.

“ფორტუნა” დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმებას პროკურატურაში ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები