LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს

81

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიეთილენის პარკში გახვეული ახალშობილი იპოვეს. პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, ბავშვი ფიფიების იპოვა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

ახალშობილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემოყვანისას ბავშვს სუნთქვა უჭირდა, ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა. ამ დროისთვის ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა“,- განაცხადა ექიმმა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მათ სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას, ვისაც შესაძლებლობა არ აქვს მიიღოს ზომები თავის დასაცავად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები