ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მოზარდი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ჭრილობა არასრულწლოვანს ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
დაჭრილი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი.
როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.