ზუგდიდში, ხორავას ქუჩაზე 50-წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადასტურებენ შსს-ში.
როგორც უწყებაში “ფორტუნას” უთხრეს, ცხედარი სახლში იპოვეს და ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მარტო ცხოვრობდა.