LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში კაფეს დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

79

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, კაფეს დაყაჩაღების ფაქტზე 1984 წელს დაბადებული რ.კ ბათუმში დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

აღნიშნული კაფე 22 ივნისს სააღამო საათებში დააყაჩაღეს. ბრალდებულმა რ.კ-მ კაფეს თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 500 ლარი გამოსძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები