ზუგდიდში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს კაცს სამი ტყვია ესროლეს. დაჭრილს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.
“მდგომარეობას ვერ გეტყვით. საოპერაციო ბლოკშია შეყვანილი სასიცოცხლო ჩვენებით”, – აღნიშნა “ლაივპრესს” -თან საუბარში რეფერალური საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ.
ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
“სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით”, – აცხადებენ სამინისტროში.