LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში გარემოვაჭრეები საქმიანობას გააგრძელებენ

102

ზუგდიდში გარემოვაჭრეებს საქმიანობის გაგრძელების ნება დართეს. გადაწყვეტილება სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხვედრისას მიიღეს.

გარემოვაჭრეების ინფორმაციით, ხელისუფლება დათმობაზე წავიდა და რამდენიმე დღეში სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, მათი პროდუქცია ნაწილი შენახულია, ხოლო დახლები გადაყრილია.

გარემოვაჭრეების საპროტესტო აქცია ზუგდიდის მერიასთან დილიდან მიმდინარეობდა. ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას განცხადებით, გარემოვაჭრეებს მიეცათ უფლება, ცენრტალური ბაზრობის გვერდით ივაჭრონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები