LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ”ევექსის” ამბულატორიული ცენტრი გაიხსნა

1117

„სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ ახალი ამბულატორიული ცენტრი სამეგრელოს რეგიონში, ზუგდიდში გახსნა. გახნის ოფიციალური ღონისძიება დღეს გაიმართა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება კოსტავას ქ. #1-ში მიიღოს ამბულატორიული და დიაგნოსტიკური სერვისების სრული სპექტრი.

მათივე ცნობით, თანამედროვე ინფრასტრუქტურით, უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურითა და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებული სამედიცინო ცენტრი პაციენტებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.

”ახალგახსნილი ამბულატორიული ცენტრი ასევე ჩართულია ანტენატალური მეთვალყურეობის სახელმწიფო პროგრამაში. სამედიცინო დაწესებულებაში დამონტაჟებულია რიგის მართვის სისტემა, რომლის დახმარებით პაციენტები დროის დანაკარგის გარეშე, შეუფერხებლად შეძლებენ ყველა პროფილის სამედიცინო მომსახურების მიღებას, მათ შორის ოჯახის ექიმის უფასო კონსულტაციას”, – აღნიშნეს „სამედიცინო კორპორაცია ევექსში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები