LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ახალგაზრდებიდან ორი კვლავ მართვით სუნთქვაზეა

125
საავადმყოფო

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში დაუზუსტებელი ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციის ნიშნებით მოთავსებული ახალგაზრდებიდან ორი კვლავ მართვით სუნთქვაზეა. აღნიშნულის შესახებ ჰოსპიტალის კლინიკურმა მენეჯერმა, სულხან ორჟონიამ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, რვა პაციენტიდან ოთხი ბინაზე გაეწერა.

“ოთხი გაწერილია ბინაზე, ოთხი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული ოთხი პირიდან ორის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია, ხოლო ორი მართვით სუნთქვაზეა,”- განუცხადა ინტერპრესნიუსს სულხან ორჟონიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, დაუზუსტებელი ნივთიერებით ინტოქსიკაციით, ზუგდიდის ჰოსპიტალში რვა ახალგაზრდა შეიყვანეს – სამი მათგანი მართვით სუნთქვაზეა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები