LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი

202
ზიგდიდი შსს

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მაზდას მარკის მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს შეეჯახა.

შედეგად, ერთი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე მძიმე მდგომარეობით, ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

დაღუპული და დაშავებული ნათესავები არიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალები მაღაზიაში მუშაობდნენ და ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, სახლში ბრუნდებოდნენ.

დაშავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი მძღოლიც, რომელიც ქვეითებს შეეჯახა.

დეტალების გარკვევას „ფორტუნა“ შსს-ში ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები