ზუგდიდში, ბერიას ქუჩაზე არსებულ სანიაღვრე არხში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს.
ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თხრილში ჩავარდა და დაიხრჩო.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.