ქალაქ ზუგდიდში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიებები, ხურჩაში მომხდარი ფაქტის გამო, არ ჩატარდება. 26 მაისს, დილით 09:00-დან 11:00 საათამდე, ვლაქერნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სამშობლოსათვის დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი ჩატარდება. 11:00-დან 12:00 საათამდე ქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ყვავილებით შეამკობენ სპირიდონ კედიას, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლებს, რის შემდეგაც, 12:00 საათზე ზუგდიდში აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულთა სკვერი გაიხსნება. ხურჩაში მოკლულ გიგა ოთხოზორიას 26 მაისს დაკრძალავენ. დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ ზუგდიდის მერია სრულად დაფარავს.