LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება – პროექტს „ქართუ“ აფინანსებს

128
Theatre-Show

ზუგდიდს მალე ევროპული სტანდარტების თეატრი ექნება. სამშენებლო სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე კონსტანტინე კაკავა გაეცნო.

„ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით ზუგდიდში თანამედროვე სტანდარტის შესაბამის თეატრს ვაშენებთ. თეატრი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო და მსახიობები წარმოდგენას ვერ მართავდნენ. თეატრის მშენებლობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქის კულტურული ცხოვრებისთვის. მალე ზუგდიდს გამორჩეული კულტურული ობიექტი შეემატება“, – აღნიშნა კონსტანტინე კაკავამ.

ახალ თეატრს ორი დარბაზი ექნება, დიდი დარბაზი 570 მაყურებელზეა გათვლილი, მცირე დარბაზი კი 140-ადგილიანი იქნება. თეატრს ასევე ექნება მუზეუმი და სასტუმრო გასტროლებზე ჩამოსული სტუმრებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები