LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცემერი დაკავებულები არიან – სუს-ში ბრიფინგია ჩანიშნული

92

ზუგდიდის ყოფილი მერი, ლაშა გოგია და ვიცემერი გია გულორდავა დაკავებულია. გავრცელებული ცნობით, ორივე მათგანი ფინანსური დანაშაულისთვის არიან დაკავებული. ამ თემაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 17.00 საათზე ბრიფინგია ჩანიშნული.

სამართალდამცველებმა გია გულორდავა და ლაშა გოგია კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში გამოკითხეს.

21 აგვისტოს, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის წარდგენისას განაცხადა:

„ერთმნიშვნელოვნად უნდა იცოდეთ, რომ ამ რეგიონის განვითარებაზე კომპრომისის დაშვებას არავინ აპირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველას მოეთხოვება ერთნაირად და აბსოლუტურად ყველას პასუხისმგებლობის ზომა იქნება ერთნაირი. სამართლიანობა იქნება ძირითადი კრიტერიუმი და არავინ არ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა,“ – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები