LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან სამართალდამცველებმა ენმ-ს მოშიმშილე წევრები ძალის გამოყენებით გაიყვანეს

76
ზუგდიდის საკრებულო

ზუგდიდის საკრებულოში ხმაურია – სამართალდამცველებმა „ნაციონალური მოძრაობის“ მოშიმშილე წევრებს საკრებულოს სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

საკრებულოს სხდომათა დარბაზიდან პოლიციის ღონისძიების დროს, ერთ-ერთი მოშიმშილე, ზუგდიდის თეატრის ყოფილი დირექტორი, მაია კალანდია ცუდად გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები მივიდნენ.

შეგახსენებთ, რომ მოშიმშილეები მანამდე შენობიდან სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, სადაც ძველი მოწვევის ზუგდიდის საკრებულოს ბიუჯეტი უნდა განეხილა. პოლიცია მათ ამის შესაძლებლობას არ აძლევდა და მოუწოდებდა შენობა დაეტოვებინათ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანი წითლიძის განცხადებით, პოლიცია ბიძინა ივანიშვილის უკანონო მითითებებს ასრულებს.

პოლიციამ მოშიმშილეებთან ერთად, სხდომათა დარბაზი ჟურნალისტებსაც დაატოვებინა.

ცენტრალური ხელისუფლების დავალებით, საკრებულოებმა 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყეს და დაჩქარებული წესით მიღებას აპირებენ: წითლიძე