LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის საავადმყოფოში GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს

73

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში GEM FEST-ის კიდევ რამდენიმე მონაწილე გადაიყვანეს, რომლებსაც დაუზუსტებელი სუბსტანციით მოწამვლის ნიშნები აღენიშნებათ.

ერთ-ერთი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.

დღესვე, მსგავსი სიმპტომებით ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 22 წლის გოგონა გარდაიცვალა, რომელიც ასევე GEM FEST-ის მონაწილე იყო. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები