LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის რეგიონში საარჩევნო უბნებზე მასობრივად ხდება საარჩევნო ბიულეტენების გაფუჭება და „ქართული ოცნების” აქტივისტები კი აგიტაციას ახორცელებენ: ანა წითლიძე

42
ანა წითლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის რეგიონში საარჩევნო უბნებზე მასობრივად ხდება საარჩევნო ბიულეტენების გაფუჭება და „ქართული ოცნების” აქტივისტები, რომლებიც არჩევნებზე დამკვირვებლებად არიან დარეგისტრირებული, უბნიდან 100 – მეტრიანი რადიუსის შიგნით ახორციელებენ აგიტაციას.

ანა წითლიძე ასახელებს კონკრეტულ პირებს და ავტომობილებს, რომლებიც ფულის დარიგების პროცესში არიან ჩართული. წითლიძე ამბობს, რომ მოსყიდვაში ჩართულ პირებს შორის არიან მერიის თანამშრომლებიც.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მაგალითად, ტოიოტა ვერცხლისფერი პრადო სანომრე ნიშნით 548 A, რომელსაც გია სალია მართავს, სწორედ ის ხელმძღვანელობს ფულის დარიგების პროცესს. ასევე, ტოიოტა კოლტი სანომრე ნიშნით 458. არის ოპელ ასტრა, რომელიც ფაიფურის ტერიტორიაზე ახორციელებს ფულის დარიგებას, სანომრე ნიშნით 724 QM. ფულის დარიგებას ხელმძღვანელობს ნომერ 24-ე უბანზე მერიის თანამშრომელი ლაშა ჯიქია. ის მერსედესით გადაადგილდება სანომრე ნიშნით 706. ფაიფურის ტერიტორიაზევე ამომრჩევლის მოსყიდვაში მონაწილეობს საბა ქუთელია. მოსყიდვის ფაქტები დაფიქსირებულია მეშვიდე და 90-ე უბანზე. მერვე საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის მოსყიდვას ხელმძღვანელობს მერიის თანამშრომელი მურთაზ ბოკუჩავა. ასევე, ინგირის საარჩევნო უბანზე დათო ჭურღულია“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე ინფორმაციით, მასობრივად, შეგნებულად აფუჭებენ უბანზე კომისიის წევრები საარჩევნო ბიულეტენებს. კერძოდ, ბეჭედს არ არტყამენ მასზე და ხელს არ აწერენ. ასევე, გადახეულ ბიულეტენს აძლევენ იმ ამომრჩეველს, რომლებიც ეეჭვებათ, რომ არიან ოპოზიციის მხარდამჭერები.

„მოვუწოდებ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიას მკაცრი რეაგირებისკენ, იმიტომ, რომ თითოუელ ბიულეტენზე ჩვენი კომისიის წევრები და წარმომადგენლები იბრძოლებენ და თქვენ ვერ შეძლებთ იმ ბიულეტენების გაუქმებას, სადაც ნათლად იქნება გამოხატული ამომრჩევლის ნება. მე მოვუწოდებ პოლიციას და შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ. ამასთან დაკავშირებით შეტყობინება უკვე გავაკეთეთ 112-ში და ზუგდიდის პოლიციაში“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები