LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აფხაზეთში დაჭრილი მამაკაცი მოათავსეს

fotisascrafooo

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით მოათავსეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს.

ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურია და ის გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

“პაციენტს აღენიშნება მარცხენა ბარძაყის არეში მიყენებული ჭრილობა, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით,” – განმარტა სულხან ორჟონიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები