LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა

56f799e3c3c9d140e8e0d5596a917f98

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ორი ავტომობილის შეჯახების შედეგად 10 ადამიანი დაშავდა. მათგან რვა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ჰოსპიტალის კლინიკური მენეჯერის სულხან ორჟონიას ცნობით დაშავებულები გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში არიან მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდებათ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულებს მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აქვთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები