ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ნუკრი ესართიას, განცხადებით, უწყებამ გარემოვაჭრეები აპრილიდან დღემდე რამდენჯერმე გააფრთხილა, თუმცა წუხანდლამდე მკაცრი ზომები მათ წინააღმდეგ არ გაუტარებიათ.
როგორც ესართია აცხადებს, ამ ტერიტორიაზე უნდა გავიდეს წყლის მილები, შესაბამისად, კომპანიამ, რომელიც ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემას აშენებს, ამ ტერიტორიის დასუფთავება სთხოვა.
„ამ ტერიტორიაზე კანონით ისეთაც აკრძალულია გარევაჭრობა. რაც შეეხება სავაჭრო საქონლის დაკარგვის საკითხს, მსგავსი რამ არ მომხდარა. ჩვენ გამოვყავით ბაზრის დაცვის სამსახურიდან ერთი ადამიანი, რომელმაც ეს საქონელი ჩაიბარა. ჩვენ არავის კუთვნილი ნივთები არ გადაგვიყრია,” – აღნიშნა ესართიამ.