ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებმა თვითნებურად მუშაობა განაახლეს. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ ალტერნატიულ ფართში შესვლას არ აპირებენ, რადგან მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო გარევაჭრობაა და უკვე სამი დღეა ულუკმაპუროდ არიან დარჩენილები. ადგილზე მობილიზებულია პოლციის 60-მდე თანამშომელი.
ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დახლები და გარემოვაჭრეების ინვენტარი 30 იანვარს აიღეს.