ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის გამგე ქალაქის მერის მოადგილემ, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ვითარებაში გასარკვევად დაიბარა. შეხვედრას, რომელიც თითქმის ერთ საათს გაგრძელდა, ბაღების ცენტრის თანამშრომლები და მე-15 ბაღის აღმზრდელები დაესწრნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ბაღის გამგემ ინეზა ზაქარაიამ განაცხადა, რომ იმ დარბაზის კარი, სადაც საახალწლო ზეიმი მიმდინარეობდა, სპეციალურად არ ჩაუკეტავთ.
„ამ დარბაზს სამი კარი აქვს. სპეციალურად არ ჩაგვიკეტავს. დეკორაციები იყო იქ. ხვალ მოდით და ყველაფერს თქვენ ნახავთ“, – აღნიშნა ზაქარაიამ.
ქალაქის მერიაში კი ამბობენ, რომ საკითხს სწავლობენ და შესაბამის რეაგირებას მოკვლევის დასრულების შემდეგ მოახდენენ.
ამ საბავშვო ბაღში აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის სპეც-ჯგუფი ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ამ წლის ოქტომბრის ბოლოს გაიხსნა.