LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის 90-ე უბანზე სამი დამკვირვებელი გააძევეს – რა ინფორმაციას ავრცელებს “სამართლიანი არჩევნები”

57
BeFunky-collage (3)

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, ზუგდიდის #90-ე საარჩევნო ოლქიდან გამოაძევეს მათი დამკვირვებელი.

“შემთხვევის ადგილზე მისული ჩვენი მობილური ჯგუფის წარმომადგენელი ასევე თავდასხმისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ისიც გამოაძევეს.

კომისიას მართავს არა თავმჯდომარე, არამედ “საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოს” წარმომადგენელი”, – აცხადებს ISFED-ის ხელმძღვანელი ნინო დოლიძე.

 

 

დღეს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოსახლეობა 64 მერს და ასევე, 64ი საკრებულოს 2 068 წევრს ირჩევს, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით.

არჩევნებს მონიტორინგს უწევს ათასობით დამკვირვებელი – მათ შორის 52 საერთაშორისო ორგანიზაციის 1024 ექსპერტი.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე 12:00 საათისთვის ხმის მისაცემად 619 562 ადამიანი მივიდა, რაც ამომრჩეველთა 17.72% შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები