LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდი – თბილისის მატარებელი მამაკაცს დაეჯახა

65

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში ზუგდიდი – თბილისის მატარებელი 55 წლის მამაკაცს დაეჯახა. მამაკაცი 112- ის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც კლინიკაში “ფორტუნას” განუცხადეს, დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა ამ დროისთვის, სტაბილურად მძიმეა.

“პაციენტი მართვის სუნთქვაზე იმყოფება და მოთავსებულია რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება,” – განაცხადეს კლინიკაში “ფორტუნასთან”.

მომხდარზე გამოძიება 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები