ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე, სოფელ დავითიანის მიმდებარედ ავტომობილი ქვეითად მოსიარულე დედა-შვილს დაეჯახა.
რადიო “ათინათის”ინფორმაციით, ორივე დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მათ გამოკვლევები უტარდებათ.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.