LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრუნავს, რომ ხელი არ შეეშალოს სწავლაში – ქეთი ასათიანი ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ურთიერთობაზე

1138
ფორტუნა (29)

ექიმ ენდოკრინოლოგმა ქეთი ასათიანმა მისი ოჯახის საექიმო ტრადიციაზე „დღის პოსტში“ ისაუბრა.

ქეთი ასათიანის მისი ოჯახის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მისი დიდი ბაბუა რომანოვების პირადი ექიმი და სახელმწიფოს საიდუმლო მრჩეველი იყო.

მან ასევე აღნიშნავს, რომ ოჯახურ ტრადიციას მისი მეორე და მესამე შვილი, ლიზა და ალექსანდრე აგრძელებენ.

„ლიზა მესამე კურსზეა. ვნახოთ, როგორ გააგრძელებს სწავლას. ირაკლი ზრუნავს იმაზე, რომ ლიზას სწავლის მხრივ ხელი არ შეეშალოს. მოგეხსენებათ, მედიკოსის პროფესია ძალიან რთულია. სულ სხვა ძალისხმევასა და სწავლას საჭიროებს. ამ თვალსაზრისით ჩემს შვილს განსაკუთრებული ხელშეწყობა აქვს. ირაკლი ზრუნავს, რომ ლიზას ხელი არ შეეშალოს სწავლაში. “ – ამბობს ქეთი ასათიანი და დასძენს, რომ სრულიად განსხვავებული ამპლუა, სიდედრის ამპლუა დაემატა.

„ნებისმიერი დედისთვის, ვფიქრობ, შვილის ბედნიერება წარმმართველია. მე ვხედავ მათ ერთმანეთისადმი დამოკიდებულებას, ირაკლის მზრუნველობას და ლიზას ბედნიერ თვალებს. მინდა, ყველას ვუსურვო, რომ ასეთი ხალასი გრძნობა დიდხანს გაჰყვეთ“. – ამბობს ქეთი ასათიანი.

ვიდეო: „საუკეთესო საჩუქარი“ – რა სიურპრიზი მოუწყო ირაკლი მაქაცარიამ ლიზა ჩიჩუას

ფოტო/ვიდეო: როგორ ერთობიან ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა წვეულებაზე

ვიდეო: „გართობა საცობში“ – ირაკლი მაქაცარია და ლიზა ჩიჩუა სახალისო ვიდეოს გვიზიარებენ

ირაკლი მაქაცარიამ და ლიზა ჩიჩუამ საახალწლო ფოტოსესია მოაწყვეს: ვარსკვლავური წყვილი ვიდეოებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები