LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრდილობიანი მძარცველები 2 საათის განმავლობაში ჯაზს უსმენდნენ და ხანდაზმულ მსხვერპლთან საუბრობდნენ

113
13162584_042023-ktrk-RETRY-polite-robbers-pojl-ERIN-vid

აშშ-ში ზრდილობიანმა მძარცველებმა 73 წლის ბეკი ბრაუნი გაიტაცეს. ABC 13-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედები 2 საათის განმავლობაში ქალბატონის ავტომობილში ჯაზს უსმენდნენ და მოხუცთან სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ.

მსხვერპლის თქმით, ის ავტომობილში ტელეფონს მუხტავდა, როცა მასთან ორი ნიღბიანი მივიდა. ერთ-ერთ მძარცველს 20 სანტიმეტრიანი დანა ჰქონდა, ამიტომ შეშინებულმა ბრაუნმა გადაწყვიტა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და წინააღმდეგობაც არ გაეწია. კაცები მის მანქანაში ჩასხდნენ და ბეკის ანგარიშიდან ფულის გადარიცხვას ცდილობდნენ, თუმცა უსაფრთხოების სისტემების გამო ამის გაკეთებას ვერ ახერხებდნენ.

ფულის მოსაპარად ისინი მთელი 2 საათი წვალობდნენ და ამ დროის განმავლობაში თავის მსხვერპლთან ერთად ავტომობილის სალონში იმყოფებოდნენ, ჯაზს უსმენდნენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობდნენ. ქალმა ბანკშიც კი დარეკა, თუმცა თანხის გადარიცხვა მაინც შეუძლებელი იყო. მაშინ მძარცველებმა ქალი ბანკში მიიყვანეს, სადაც მან ნაღდი ფული – 2000 დოლარი აიღო და მათ გადასცა.

ფულის მიღების შემდეგ მძარცველებმა ბრაუნი სახლში წაიყვანეს და მანაც მაშინვე პოლიციაში დარეკა. მალევე, 20 წლის კრიმინალი, ანდრე უილიამსი დააკავეს. მეორე მძარცველს ამ დრომდე ეძებენ. დაზარალებული კი აღნიშნავს, რომ ციხეში მოხვედრის შემთხვევაში თავის მძარცველებს აუცილებლად მოინახულებს, რადგან მათ მიმართ მხოლოდ დადებითი გრძნობები აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები