LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი, ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება” – ილია მეორე კორონავირუსზე

414
ილია

საკვირაო ქადაგებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კორონავირუსზე ისაუბრა.

„თქვენ იცით, რომ გამოჩნდა ახალი ვირუსი. მრავალი ადამიანი შეშინებულია ვირუსის გამო. ზოგიერთმა დაარქვა მას სიკვდილის ვირუსი. ეს ყველაფერი არის იმისათვის, რომ განმტკიცდეს სარწმუნოება, განმტკიცდეს ლოცვა ჩვენი. გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველ დილა და საღამოს ნაკურთხი წყალი ასხუროთ თქვენს კარმიდამოს, ეზოს, შვილებს და ღმერთი იქნება თქვენი მფარველი. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ მშვიდობა და სიხარული“, – განავხადა პატრიარქმა.

პატრიარქმა მრევლს კურთხევა მისცა, კარ-მიდამოს და შვილებს დილა-საღამოს ნაკურთხი წყალი ასხურონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები