პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ქვეყანაში არსებულ ვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ „რაც შეუძლია აკეთებს და თავდაუზოგავად იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის“.
ჩარკვიანი წერს, რომ ბრძოლაში უკან დახევა არ სჩვევია.
„ეს “ზოგიერთი მდაბიო ჭორიკანას” საყურადღებოდ!!! დიახ “ბოდიში “რომ ჩემს ქვეყანას რომ უჭირს და ანადგურებენ და ძარცვავენ ვაჭრუკანა ჩარჩები, კორუფციონერები და უვიცები, აი მათთან ომის – დროს, უკომპრომისო, მუხლჩაუხრელი ბრძოლის დროს თუ ლამაზად არ გამოვიყურები , ნაოჭებიც გამიჩნდა და “კოსმეტოლოგთანაც” ხშირად ვერ ვახერხებ ჯდომას, ოჯახი რომ “ნაღმზე” დავსვით მე და ჩემმა მთელმა ოჯახმა, რა ვქნა ამბოხის დროს “აჯანყების “დროს ყველა ცუდად გამოვიყურებით, თავად ამბოხიც არ არის ალბათ კარგი სანახავი, მაგრამ მე კი ვფიქრობ რომ ომია, ნამდვილი ომი- ბრძოლაა და რაც შემიძლია ვაკეთებ, ვიბრძვი თავდაუზოგავად ჩემი ქვეყნისთვის ,გულწრფელად!
“რევოლუციას ამზადებენ გენიოსები, ახდენენ იდეალისტები , მისი ნაყოფით სარგებლობენ ავაზაკები”
თქვენ კი დიდი მადლობა და სიყვარული ჩემო ძვირფასო მეგობრებო და არამეგობრებო ასეთი მხარდაჭერისთვის…
ბრძოლაში უკან დახევა არ მჩვევია!“, – წერს ჩარკვიანი.