ყინწვისის მამათა მონასტერში, სასულიერო პირებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რუის-ურბნისის ეპარქიამ განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ეპარქია უარყოფს ფაქტს და რომ სასულიერო პირებს შორის მომხდარი დაპირისპირების საქმეზე მონასტრის წინამძღვარი დავით კობაიძეა დაკავებული და აღნიშნავს, რომ ის არა წინამძღვარი, არამედ მონასტრის რიგითი წევრია. განცხადებაში ასევ აღნიშნულია, რომ ინციდენტი ყინწვისის ტერიტორიაზე არ მომხდარა.
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დააკავეს
“უკანასკნელ ხანს, საინფორმაციო საშუალებებით: ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით, აქტიურად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, რუის-ურბნისის ეპარქიის შესახებ: რომ თითქოს, ყინწვისის მამათა მონასტერში, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინა, მონასტრის „წინამძღვარმა“ დავით „აქიაშვილმა“. ეპარქიის სახელით, გვსურს, ვაუწყოთ ფართე აუდიტორიას, რომ იღუმენი დავითი (კობაიძე) არასოდეს არ ყოფილა და არც დღეისათვის არ არის, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი. არამედ, იგი მონასტრის რიგითი წევრია; ხოლო ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი არის ყოვლადუსამღვდელოესი მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი). გავრცელებული, ცრუ ინფორმაციის, ნებსითი თუ უნებლიე ცდომილებაა აგრეთვე ის, რომ იღუმენი დავითი, გვარად კობაიძეა და არა – აქიაშვილი, როგორც მას იხსენიებენ. რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება, არამც თუ ყინწვისის ტერიტორიაზე, არამედ, რუის-ურბნისის ეპარქიაშიც არ მომხდარა. სამწუხაროა, რომ დღეს, ზოგიერთი ჟურნალისტი, არაპროფესიულ, უპასუხისმგებლო, განცხადებებს აკეთებს და ზოგიც, ეკლესიის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ეწევა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტი დაჭრა
შეგასენებთ, სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება 20 აპრილს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტის მანქანას რამდენიმე ტყვია ესროლა და ადგილიდან მიიმალა. სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.