LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოგი იტყვის პარტიას ქმნის და „ქართული ოცნება“ იმასთან გადადისო: ვოლსკის თქმით, “ოცნებიდან” არავინ მიდის

83
გია ვოლსკი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მას არ სმენია, რომ ვინმეს „ქართული ოცნებიდან“ წასვლა უნდა ან გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში. ვოლსკის თქმით, მიუხედავად ამის, თუ ვინმე ასე გადაწყვეტს ან თვითონ თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს, გზაც ხსნილია.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, გახარიას ახალი გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით განცხადება ამ დრომდე ჯერ არ გაუკეთებია და სავარაუდოდ, როცა დრო მოვა, ის თავად ისაუბრებს. როგორც ვოლსკიმ თქვა, მას არ უნდა კვლავ არ მინდა გახარიას ადვოკატად მოგვევლინოს.

“თქვა, რომ ვიტყვიო, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები მიყვებოდნენ ინტენსიურად, სანამ მანქანაში არ ჩაჯდა და არ მოიხურა კარები, იქამდე შეკითხვებს სვამდნენ და ალბათ, უკეთესად თვითონ განმარტავს, იმის მაგივრად ვერ ვისაუბრებ.

ბევრ რამეზე ისაუბრებენ ახლა, ზოგი სატელიტობას იტყვის, ზოგი იტყვის, რომ პარტიას ქმნის და „ქართული ოცნება“ იმასთან გადადის, გვარებსაც დაასახელებენ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ მთავრობის ყოფილმა მეთაურმა სწორი ნაბიჯი არ გადადგა. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით,  გახარიას პოლიტიკური შეხედულებები ასევე სწორად არ მიაჩნია. როგორც ვოლსკიმ თქვა, გახარიას არ შეხვედრია.

“არ მიმაჩნია, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, არ მიმაჩნია, რომ მისი პოლიტიკური შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ბოლოს მოხდა, იყო მართებული და სიღრმისეულად გაანალიზებული, მიუხედავად ამისა, ვადასტურებ, რომ არაერთხელ ერთნაირი პოზიციით გამოვსულვართ, ის იყო პარტიის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი,” – დასძინა დეპუტატმა.

ვოლსკი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილებების მიმართ, რომლებსაც სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, გახარიას გაცილებით მეტი პრინციპულობა უნდა და უფრო სიღრმისეული ანალიზი და შორსმჭვრეტელობა გამოეჩინა.

“ასე რომ გაგრძელებულიყო, როგორც ის ამბობდა მნიშვნელოვანწილად სახელმწიფოსაც ავნებდა და გარკვეულწილად გუნდიდან გამყოფის ან დაცილების სერიოზული წინაპირობა შექმნა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

“არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც არც პოლიტიკიდან არ წავალ” – გიორგი გახარია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები