LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოგადად არ მიყვარს, როცა ადამიანებს აბუჩად იგდებენ, ასე გავიზარდე“ – სახალხო დამცველი 

208
fot

„მთავარი არხის“ სიუჟეტს, სადაც ჟურნალისტი ბექა ყორშია მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს პრემიერმინისტრის აპარატის მრჩევლის, აკა მამაცაშვილის ფსევდო სახელით დაუკავშირდა, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ეხმაურება და ამბობს, რომ მას „ზოგადად არ უყვარს, როდესაც ადამიანებს აბუჩად იგდებენ“.

როინ მეტრეველი: „ნუ მიაქცევთ ყურადღებას.. არ მინერვიულია, გამობრძმედილი კაცი ვარ“

„ზოგადად არ მიყვარს, როდესაც ადამიანებს აბუჩად იგდებენ ან შეურაცხყოფას აყენებენ, არ მიყვარს, ასე გავიზარდე, რომ ესეთი რაღაცების მიმართ ვარ სენსიტიური.. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ვიღაცისთვის, რასაც ვფიქრობ, იმას ვწერ“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა „მთავარი არხთან“.

„83 წლის ადამიანს რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო, რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია“ – სახალხო დამცველი

ხოლო ჟურნალისტის კითხვას, ასევე მიუღებელია თუ არა აკადემიკოსის ხარისხის ერთი ზარით ადამიანისთვის მინიჭება, ომბუდსმენი ასე პასუხობს:

„ესეც მიუღებელია, რა თქმა უნდა, მაგრამ ისიც მიუღებელია, რა ფორმითაც ეს გაკეთდა“.

ცნობისათვის, სიუჟეტის ავტორი, სატელეფონო საუბარში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, როინ მეტრეველს გაეცნო რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის მრჩევე­ლი, ვინ­მე აკა მა­მა­ცაშ­ვი­ლი.

სიუჟეტში ბექა ყორშია მას სთხოვს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს აკადემიკოსის სტატუსი მიანიჭონ, რა­ზედაც როინ მეტრეველს უარი არ უთ­ქვამს.

„მუქარებით ვერ შემაშინებთ.. ერთი რამით სულ ამაყობს დედაჩემი და სიკვდილის ბოლო წუთამდე ამაყობდა მამაჩემი, რომ თქვენნაირების არასდროს წამითაც არ შემშინებია“ – ბექა ყორშია

„ჩათვალეთ, რომ ეს მოხერხდება ბატონი ირაკლისთვის და მინდა, რომ საერთოდ იცოდეთ თქვენ, რომ აკადემია მას მხარს სრულფასოვნად უჭერს, ყველაფერზე მზად ვართ. მაგრამ მაგისი არგახმაურება ცოტა ძნელია..

ერთი რამე იცოდეთ, რომ ბატონი ირაკლის მხარდაჭერა იქნება 100%-იანი. ერთი იცით რისი მეშინია, რომ დათვური სამსახური არ გავუწიო, თორემ მე პრობლემა არ მაქვს, ჩათვალეთ, აკადემია არის თქვენთან“.

ამაბე თემაზე:

შალვა ნათელაშვილი: „პირდაპირ გეტყვით, არ მომეწონა.. სასიკვდილოდ გაწირეს კაცი, ამ ასაკში სულ პატარა სტრესია საჭირო მძიმე შედეგისათვის“

ნაც-ლიბერალურმა პროპაგანდამ, სირცხვილის, რიდის, კრძალვის გაქრობამ, შვა ადამიანი, რომელმაც 83 წლის როინ მეტრეველს მოუწყო ეს ამაზრზენი, უნიჭო პროვოკაცია – ვატო შაქარიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები