LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის ფინანსური კუთხით კარგი წელი იქნება.. მათ აქვთ წარმატების ყველაზე მაღალი შანსი“ – მიხეილ ცაგარელის 2023 წლის პროგნოზი

580
Untitled design (1)

2023 წელი კატა-კურდღლის წელიწადია. ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „ფორტუნასთან“ ზოდიაქოს იმ ნიშნებზე საუბრობს, რომელთაც სხვა ნიშნებთან შედარებით უკეთესი წელი ექნებათ ფინანსური, პირადი ურთიერთობების, ჯანმრთელობისა თუ წარმატების თალსაზრისით.

როგორც მიხეილ ცაგარელი აღნიშნავს, მთლიანობაში, 2023 წელი გაცილებით უფრო მშვიდი და უკეთესი იქნება, ვიდრე 2022 წელი.

„2023 წელი ყველაზე კარგი იქნება აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, ვინც დაიბადა კატა-კურდღლის, თხის, ტახის, გველისა და ხარის წელიწადში – ისინი მთავარი წარმატების ფაქტორები არიან.

დასავლური ზოდიაქოს ნიშნებიდან მთავარი ფავორიტები არიან ვერძი და კურო – სწორედ ამ ორ ნიშანს აქვს წარმატების ყველაზე მაღალი შანსები, მათ მოსდევს თხის რქა და მშვილდოსანი.

კირჩხიბი ამოისუნთქავს, რადგან მძიმე 2022 წლის შემდეგ, 2023 წელს გაცილებით მეტი შანსი, თავისუფლება და მეტი დამოუკიდებლობა მიეცემა.

აღსანიშნავია მერწყულიც – აქაც ორწლიანი პლანეტა სატურნის მძიმე პერიოდის შემდგომ, რომელიც მას ყველანაირად კვეცდა და სირთულეებს უქმნიდა, ახლა ამ ნიშანს სატურნი ტოვებს და ისინი გაცილებით თავისუფლად იგრძნობენ თავს და მეტი წარმატების შანსი ექნებათ ფინანსურად თუ პირადი ურთიერთობების კუთხით.

2023 წელი ფინანსური კუთხით კარგია თევზებისთვის, მაგრამ ეს ნიშანი უნდა უფრთხილდეს ჯანმრთელობას, სამედიცინო შეცდომების ალბათობაც მაღალია, აუცილებლად უნდა გადაამოწმოს ნებისმიერი დიაგნოზი, მათ შორის, სხვა ექიმებთან.

დანარჩენი ნიშნებისთვის წელიწადი მეტ-ნაკლებად საშუალო იქნება.

კატა არის მკურნალი, ამიტომ გამოჯანმრთელებისთვის ერთ-ერთი კარგი წელიწადია.

? კატა-კურდღელი ხელს უწყობს შობადობას, გამრავლებას, ამ მხრივ მეტად პოზიტიურია.

თუმცა, ყველა ის სასიყვარულო ურთიერთობა, რომელიც ერთგულებას და ჭეშმარიტ სიყვარულს არ ეყრდნობა – აუცილებლად დაიშლება.

? ამ წლის მთავარი პრობლემა აზარტისადმი ადამიანების გაძლიერებული ლტოლვაა.

აზარტი საჭესთან და აზარტული თამაშები მაქსიმალურად იკრძალება. ეს შეიძლება სერიოზული წარუმატებლობისა და პრობლემების ფაქტორი გახდეს – ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ.

? დიდი სასიკეთო ცვლილებები იქნება ხელოვნების ფართო სპექტრში, საბანკო, ეკონომიკურ, საფინანსო და ვაჭრობის სფეროში. დიდი ცვლილებები იქნება მშენებლობაში, ასევე დიზაინის არქიტექტურის დარგში. მნიშვნელოვანი ცვლილებები და რეგულაციები სასოფლო-სამეურმნეო სფეროსაც რადიკალურად გააუმჯობესებს.

? განვითარების უკეთესი შესაძლებლობები იქნება მასმედიისთვის“, – აღნიშნავს მიხეილ ცაგარელი „ფორტუნასთან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები