გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი ბრენდ MANGO-ს სახე გახდა. სპორტსმენმა მამაკაცის ხაზი MANGO Man წარმოადგინა.
ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ყოფილმა ფეხბურთელმა განაცხადა: „არ მიყვარს ერთი და იგივეს ბევრჯერ გამეორება. კოლექციის მოდელები მართლა ძალიან კარგი გამოვიდა. ტანსაცმელი საკმაოდ ორიგინალურია და განსაკუთრებული სტილი აქვს“.