სპეციალისტებმა ზიკა ვირუსისგან თავდასაცავად ვაქცინა შეიმუშავეს და აცხადებენ, რომ წლის ბოლოსთვის უკვე მზად იქნება, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ფარმაცევტულ კომპანია Inovio Pharmaceuticals-ში აცხადებენ, რომ ვაქცინა უკვე გამოსცადეს ცხოველებზე, ახლა კი პრიმატებს აცრიან. გამოსცადონ. წლის მეორე ნახევარში კი ვაქცინას უკვე ადამიანებს გაუკეთებენ.
ვირუსი ზიკა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გავრცელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ვირუსით შესაძლოა სამიდან ოთხ მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდეს.
უმეტეს შემთხვევებში ვირუსი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, ამიტომ ძნელია მისი დაფიქსირება.
ორსულის ზიკა ვირუსით დაინფიცირების შემთხვევაში ბავშვები ანომალიურად პატარა ზომის თავით იბადებიან.