LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღაპრული ბალი ნაგავმა წალეკა

49

ზღაპრული ბალი ნაგავმა წალეკა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ინდონეზიის კუნძულის ხელისუფლებამ საგანგებო სიტუაცია გამოაცხადა. საქმე ისაა, რომ ზღვამ ტონობით ნაგავი გამორიყა და სანაპირო არნახულადაა დაბინძურებული. ექსპერტთა შეფასებით, ნაგვის რაოდენობით ქვეყანა მსოფლიო რეიტინგში მეორე პოზიციას იკავებს და მას მხოლოდ ჩინეთი თუ ჯობნის. ინდონეზიას წელიწადში 1,29 მილიონი ტონა ნარჩენი აქვს, ქარების სეზონის დროს კი ნაგავი სანაპიროზე გროვდება ხოლმე. სპეციალისტთა პროგნოზით, 2025 წლისთვის ნაგვის რაოდენობა 70%-ით გაიზრდება და ეკოლოგიას სერიოზული პრობლემები შეექმნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები