„ლესტერის“ ზღაპარი დასრულდა, „ატლეტიკო“ კი თავის ჩვეულ გზას მიუყვება. ზედმეტი ფეიერვერკების გარეშე დიეგო სიმეონეს გუნდი უახლოვდება მწვერვალს. ახლაც მორიგ სალიგო ფინალამდე ერთი ნაბიჯი რჩება.
პირველი გოლი მადრიდელებმა გაიტანეს და ინტრიგაც მოკლეს. ინგლისელებს სამი გოლის გატანა სჭირდებოდათ, არაა „ატლეტიკო“ სამ გოლს ერთ მატჩში კი არა, ლამის სეზონში არ უშვებს. უბრალოდ, „ლესტერი“ ჩემპიონთა ლიგას ღირსეულად დაემშვიდობა და ეგაა. „მელიებს“ მართლაც ეკუთვნით საქებარი სიტყვები, პირველ რიგში საკუთარი გულშემატკივრებისგან, რომლებიც ცოტა ხნის წინ ვერც იოცნებობდნენ, რომ მათი მოკრძალებული ქალაქი და გუნდი ევროპის საუკეთესო რვიანში მოხვდებოდა.
ლესტერი – ატლეტიკო 1:1 (0:1)
ლესტერი, “კინგ პაუერ სთედიუმი”
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, ბენალუანი (ჩილველი 46), მორგანი (ამარტი 84), ფუქსი, სიმპსონი, დრინკვოთერი, ნდიდი, მაჰრეზი, ოლბრაიტონი, ოკაზაკი (ულოა 46), ვარდი.
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი, სავიჩი, გოდინი, ლუისი (ა.კორეა 74), ხუანფრანი (ლ.ერნანდესი 55), გაბი, ხიმენესი, კოკე, საული, კარასკო (ფ.ტორესი 69), გრიზმანი.
გოლები: 0:1 საული (26), 1:1 ვარდი (61)
მსაჯი: ჯანლუკა როკი
სტატისტიკა – დარტყმები: 24 (5) – 5 (3), ბურთის ფლობა: 52% – 48%, კუთხურები: 7-1, თამაშგარეები: 1-2