საქართველოს ნაკრებმა ვადამდე ადრე, დამაჯერებლად გაინაღდა ერთა ლიგის თავის ჯგუფში პირველი ადგილი. წერტილი რიგაში, ლატვიასთან კარგი მოგებით დავსვით – 3:0. თამაშის შემდეგ ქართველი ფეხბურთელები ქომაგების ტრიბუნასთან მივიდნენ და გულშემატკივრებთან ერთად ცნობილი სიმღერა – შენთვის, შენთვის ვმღერი, ზღაპრის ბოლო კეთილია… – იმღერეს…
ვიდეო ფეხბურთის ფედერაციის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე დაიდო.
“მადლობა ქომაგობისთვის” – წერია ვიდეოს აღწერაში.