LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეწოლის შემთხვევებს, წინასაარჩევნო კამპნიის დროს, არ შევსწრებივარ – დავით სერგეენკო

85
sergeenko

ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო კამპანიაში და არც ერთ რაიმე ზეწოლის შემთხვევას არ შევსწრებივარ, – ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

“საკუთრივ ანგარიშს არ გავცნობივარ, მაგრამ მაგალითად, რაც შეეხება მაჩალიკაშვილის და სარალიძის საკითხს, ნამდვილად გულწრფელად მჯერა, რომ შესაძლებლად მოკლე ვადებში და მაქსიმალურად გამჭვირვალედ იქნება ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. რაც შეეხება საარჩევნო საკითხებს, მე ჩართული ვიყავი წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც მოქალაქე გამოვხატავდი ჩემს დამოკიდებულებას. პირადად მე არც ერთ შემთხვევას არ შევსწრებივარ, რომ რაიმე სახის ზეწოლა ყოფილიყო,”- განაცხადა სერგეენკომ.