ზესტაფონში სატვირთო მანქანა საავტომობილო გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევა ადმინისტრაციული წესით გაფორმდება. როგორც უწყებამ “ფორტუნას” განუცხადა, ვინაიდან შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა, მხოლოდ მძღოლი დაჯარიმდება.