LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა

166

ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლით გზაზე სამშენებლო სამუშაოები განახლდა. ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში 15.2 კმ-იან მონაკვეთზე, გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარიანი 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზის, 9 პარალელური ხიდის, 2 სატრანსპორტო კვანძის, 5 საფეხმავლო ხიდის, მიწისქვეშა გასასვლელებისა და რკინა-ბეტონის წყალგამტარი მილების მშენებლობა.

ამ დროისთვის, გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე 360 ადამიანია დასაქმებული. ავტოტრანსპორტის მოძრაობა, აღნიშნულ მონაკვეთზე (2 ზოლზე) მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები