LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზენდაიამ „ვალენტინოს“ ულამაზეს წითელ კაბაში ყველა და ყველაფერი დაჩრდილა  

187
ზენდაია1

ლოს-ანჯელესის „მაიკროსოფტის თეატრში“ „ემის“ სატელევიზიო პრემიის, რიგით 74-ე ცერემონია გაიმართა. საღამოს უპირობო ვარსკვლავი ზენდაია გახდა, რომელმაც ,,ქალის საუკეთესო როლისთვის” ჯილდო უკვე მეორედ მიიღო. ამით ის ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული, რომელმაც „ემიზე“ ზედიზედ მეორედ მიიღო.

სერიალ „ეიფორიას“ 26 წლის  ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ბრწყინავდა „ვალენტინოს“ ულამაზეს წითელ კაბაში, რომელიც მოდის ექსპერტებმა საღამოს გამარჯვებულ კაბად დაასახელეს. ულამაზესი დეკოლტე, ტანზე მომდგარი სილუეტი და ხასხასა წითელი ფერი  – ზენდაია კაბაში შეუდარებელი იყო.

ზენდაიას ტრიუმფი და ამანდა სეიფრიდის პირველი პრიზი – ლოს-ანჯელესში „ემის“ გამარჯვებულები გამოავლინეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები