LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზენდაია „ადამიანი-ობობას“ პრემიერაზე „ვალენტინოს“ ობაბას ქსელის ელემენტებით გაფორმებულ კაბაში გამოჩნდა

715
zendaia

ლოს-ანჯელესში ჯონ უოტსის ახალი ფილმის „ადამიანი-ობობა: გზა უკან არ არის“ პრემიერა გაიმართა. წითელ ხალიჩაზე ერთმანეთის მიყოლებთ გამოვიდნენ ფილმში მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობები, სოფი ჰანტერი, ტომ ჰოლანდი, ბენედიქტ კამბერბეტჩი, უილიამ დეფო და ზენდაია.

როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენების მთავარი ვარსკვლავი 25 წლის ზენდაია გახდა, რომელმაც  ამ დღისთვის ვალენტინოს ძალიან თემატური კაბა შეარჩია. კაბა ობობას ქსელის ელემენტებით იყო გაფორმებული, ზენდაია ტომ ჰოლანდთან ერთად ოფიციალურად გამოვიდა წითელ ხალიჩაზე და წყვილმა რომანის შესახებ არსებული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.

პრემიერის კიდევ ერთი უცნაურად ჩაცმული ვარსკვლავი გახდა ჯარედ ლეტო. ოსკაროსანი მსახიობი წითელი შლაქსებით, თეთრი ფეხსაცმლითა და იასამნისფერი პიჯაკით გამოჩნდა მედიასთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები