LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემოდან დავხედოთ სტადიონს: ეტიჰადს შეშლილი ალპინისტები დააცხრნენ (ფოტო)

27

“ეტიჰეიდ სთეიდიუმს” შეშლილი სტუმრები ეწვივნენ. ექსცენტრიულმა მთამსვლელებმა ”მანჩესტერ სიტის” სტადიონის სახურავზე აძრომა მოახერხეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს, თუმცა სტადიონის დაცვამ ისინი დროულად შენიშნა და დააკავა.

აღმოჩნდა, რომ ალპინისტთა ჯგუფს ელი ლოუ ხელმძღვანელობდა, რომელიც ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც წარმატებით დალაშქრა ბლექპულის და სტელს ტორპ პარკის კოშკები.

აღსანიშნავია, რომ ამ ბოლო დროს პოპულარული გუნდების სტადიონების სახურავები ალპინისტებისთვის სასურველ სამიზნედ იქცა.

სხვადასხვა ჯგუფები ახლო წარსულში ”ვესტ ჰემის”, ”ლივერპულის”, ”არსენალის” და ”მანჩესტერ იუნაიტედის” საშინაო არენებსაც ეწვივნენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები