ზემფირა, რომელიც ლონდონში იმყოფება, ბორის გრებენშიკოვთან და რუს რეპერ Oxxxymiron-თან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ასეთ წარწერას ურთავს თან: „რუსები ომის წინააღმდეგ“.
შეგახსენებთ, რომ სამივე არტისტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან კატეგორიულად გმობს ამ ფაქტს. ზემფირამ გამოაქვეყნა სპეციალურად ამ მოვლენებისადმი მიძღვნილი კომპოზიციაც სახელწოდებით „არ ისროლოთ“.
რეპერი ოქსიმირონიც, ისევე, როგორც ბორის გრებენშიკოვი, ასევე ომის საწინააღმდეგო მოწოდებებით გამოდიან.
ვიდეო: „ნუ ისვრი!“ – ზემფირამ უკრაინის ომს სიმღერა მიუძღვნა, კლიპი ომის შემზარავ კადრებს აერთიანებს
ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთს რენატა ლიტვინოვა, ქსენია სობჩაკი და ზემფირა ტოვებენ
„ეს ომი არის რუსეთის სირცხვილი!! – ცნობილი რუსი მომღერლები პუტინს უპირისპირდებიან