LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის ოფისის ხელმძღვანელმა ის ნაბიჯები დაასახელა, რომელის გადადგმაც აუცილებელია მსოფლიოს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად

84
Untitled

მსოფლიოს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად, რომელიც რუსეთის ქმედებებით არის პროვოცირებული, უკრაინული ტანკერებისთვის სამხედრო კონვოის უზრუნველყოფა აუცილებელია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება.

„რუსეთი ბლოკავს ჩვენს პორტებს, თავს ესხმის მარცვლეულის ტერმინალებს და იპარავს მარცვლეულს. მან დაიკავა ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და იქ სახნავ-სათეს პროცესს ხელს უშლის. ახლა საჭიროა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა. მნიშვნელოვანია მეტი იარაღის მიღება და რაც შეიძლება სწრაფად, რათა შევაჩეროთ რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი გეგმა, წავიწიოთ წინ და გავყაროთ ისინი ჩვენი მიწიდან“,- განაცხადა ერმაკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები