უკრაინის პრეზიდენტის მოკვლა დაახლოებით 10-ჯერ სცადეს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის უცხოელი პარტნიორები ამბობენ, რომ ამგვარი მცდელობა მხოლოდ 2 იყო, თუმცა პოდოლიაკი ამბობს, რომ ეს გაცილებით ხშირად სცადეს.
მისივე თქმით, არსებობს ინფორმაცია ე.წ. დივერსიული ჯგუფების შესახებ, რომლებსაც სამთავრობო კვარტალში შეღწევა უნდათ:
“ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი დაზვერვისა და კონტრდაზვერვის ქსელი – ისინი აკვირდებიან ამ ყველაფერს. ჩვენ ვიცით ყველა გეგმის შესახებ, ჩვენი კონტრდაზვერვა მათზე მუშაობს”, – აღნიშნა პოდოლიაკმა.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მტერმა ის დაასახელა ნომერ პირველ სამიზნედ, ხოლო მისი ოჯახი – მეორე სამიზნედ.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: