LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის გარემოცვის ქართველი წევრები – ორ მათგანს საქართველოს პროკურატურის მხრიდან ბრალი აქვს წაყენებული

1138
FORTUNA.GE (2)

რუსეთ-უკრაინის ომში  „ქართულ ლეგიონერებს“ შორის ბევრი ცნობილი სახეა. 

ფრონტის ხაზის გარდა, ქართველები არიან საომარი მოქმედებების უკრაინის სასარგებლოდ დასრულებისთვის მოლაპარაკების მაგიდასთანაც.

პირისპირ დიალოგში უკრაინული მხარის უცვლელი წევრია დავით არახამია.

პირველად მასზე ქართული მედია 28 თებერვალს ალაპარაკდა…

უკრაინა-ბელარუსის საზღვართან, რუსულ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართული მოლაპარაკებების დროს უკრაინულ დელეგაციას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამია წარმოადგენდა.

დავით არახამია მეტსახელად ბრაუნი 1979 წელს, 23 აგვისტოს დაიბადა. მისი ოჯახი გაგრაში ცხოვრობდა, შემდეგ კი უკრაინაში, კერძოდ ქალაქ ნიკოლაევში გადავიდა საცხოვრებლად. თუმცა, გარკვეული პერიოდი ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაშიც სწავლობდა.

 

 

აღსანიშნავია, რომ  არახამია 2019 -2021 წლებში ჟურნალ НВ-ს ვერსიით, 100 ყველაზე გავლენიან უკრაინელს შორის მოხვდა.

კიდევ ერთი ქართველი რომელიც უკრაინის დელეგაციაში ბოლო დღეებში გამოჩნდა, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილია.

ზურაბ ადრეიშვილის ფოტო ჰააგის სასამათლოს პროკურორთან არიმ ხანისთან  უკრაინული დელეგაციის შეხვედრისას გავრცელდა.

„ჰააგის სასამართლოს პროკურორთან შეხვედრაზე უკრაინის მხრიდან“  – ამ აღწერით გავრცელდა ადეიშვილის ფოტო რამდენიმე დღის წინ.

 

 

„ზურაბ ადეიშვილი არის მთავარი მომლაპარაკებელი უკრაინის მხრიდან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ეს ის სასამართლოა, რომელშიც წულუკიანის ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ გავემტყუნებინეთ, ამას წინათ მე და ქართულმა ჯარმა საქმე პირწმინდად მოვიგეთ.

ეს ის ზურაბ ადეიშვილია, რომელსაც მურუსიძის სასამართლოში მრავალრიცხოვანი განაჩენი აქვს გამოტანილი, მაგრამ რატომღაც ჰააგაში დიდი ზარ-ზეიმით იღებენ. ცოტათი მაინც არ გეხამუშებათ ეს ყველაფერი და ისიც, რომ მე ახლა ციხის საკნიდან ვწერ?!“, – დაწერა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს პროკურატურას 2013 წლიდან ზურაბ ადეიშვილზე, არაერთი ბრალდებით, ძებნა ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა, ამ დრომდე, მის ექსტრადირებას ვერ მიაღწია.

18 მარტს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრაქცია  უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ გია ლორთქიფანიძე დაინიშნა, ამის შესახებ პირველმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ დაწერა.

„გენერალი გია ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ძალიან საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანესი საქმე ომის პირობებში“,- აღნიშნა დეკანოიძემ.

შეგახსენებთ,  პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისათვის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ლორთქიფანიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინება.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„საიდან იცის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვინ სად ინიშნება უკრაინაში და მითუმეტეს, კონტრდაზვერვაში?! თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, დასანანია, – აღნიშნა მან.

როგორც პაპუაშვილმა თქვა, “არ არის სასიამოვნო, როდესაც „საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შემოპარვის და ქვეყნის არევის ორგანიზატორი“ მაღალ თანამდებობაზე, თან კონტრდაზვერვაში ინიშნება.

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ლორთქიფანიძის უკრაინის კონტრდაზვერვაში დანიშვნის კომენტირებისას ამბობს:

„როგორც ვიცი, უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ დაინიშნა ადამიანი, რომელიც მხილებული და ბრალდებულია მიხეილ სააკაშვილის არაჟნებთან ერთად საქართველოში შემოპარების საქმეში – რბილად რომ ვთქვათ, ეს უხერხულობა არსებობს“. – ამბობს მდინარაძე.

„საქართველოს ხელისუფლება აღნიშნული საქმის გარკვევას დღეს არ აპირებს ქვეყანასთან, რომელიც რუსეთის აგრესიის ობიექტია“,  – დასძინა მდინარაძემ.

 

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიას და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები