LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკის გამოწვევა სოციალურ ქსელში: “გადაიღე ფოტო ან ჩაწერე ვიდეო უკრაინის დროშით, ეს დღე ჩვენია…”

160
Untitled design - 2022-02-16T121304.332

უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, უკრაინის მოქალაქეებს მიმართა და აღნიშნა, რომ უკრაინელებს მშვიდობიანიად ცხოვრების სრული უფლება აქვთ.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მოქალაქეები მხოლოდ ერთად შეძლებენ საკუთარი ქვეყნის დაცვას.

ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართვა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ერთად აღვნიშნავთ ერთობის დღეს!

დიდი უკრაინის დიდი ხალხი!

ეს დღე ჩვენია.

ვინც ცხოვრობს დნეპრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე.

ქალაქებსა და სოფლებში.

კარპატების და ტერიკონების მახლობლად.

შავი და აზოვის ზღვების სანაპიროზე.

ვინც გულშემატკივრობს “დინამოს” თუ “შახტარს” და ერთად – უკრაინას.

ვინ აღნიშნავს შობას, პესახს თუ ყურბან ბაირამს, და ერთად – უკრაინას დაუჯერეთ!

ვინც უკრაინულად, რუსულად, უნგრულად თუ ჟესტების ენაზე ურთიერთობთ და ერთად – სიტყვით კი არა, საქმით ქმნით უკრაინას!

დღეს, ერთიანობის დღეს, 10:00 საათზე ყველა დასახლებულ პუნქტში, ლურჯ-ყვითელი დროშა აღიმართება.
სოციალურ ქსელებში კი გამოწვევას ვუშვებთ. გადაიღე ფოტო ან ჩაწერე ვიდეო უკრაინის დროშით.

დაამატეთ ჰეშთეგი #UTogether და დაპოსტეთ. მონიშნე ადამიანი, რომელსაც გინდა გადასცე გამოწვევა“. – წერს ზელენსკი ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები